უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
დღეს, პირველი თებერვლიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:
- ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები ისევ დისტანციურად იმუშავებენ;
ჯერჯერობით შაბათ-კვირის “ლოქდაუნი” რჩება, ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ფრთხილი – ცქიტიშვილი
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სამუშაო დღეებში.
- აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
აჭარაში დისტანციური სწავლა დამთავრდა: 1-ელ თებერვალს მოსწავლეები სკოლებს უბრუნდებიან
- სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
- 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება;
შესაძლოა, რეგულაციები დაგეგმილზე ადრე შევამსუბუქოთ: გახარია
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
- კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
- პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;