LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წერილი მისწერა კონსტანტინე გამსახურდიამ ჯანსუღ ჩარკვიანს – აქამდე უცნობი ხელნაწერი

264
BeFunky-collage (21)

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში “დილის live” მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ საუბრობს.

ჩარკვიანმა გოგოლა კალანდაძის რუბრიკაში “სახლები” ბევრი დეტალი გაიხსენა და მაყურებელს კონსტანტინე გამსახურდიას აქამდე უცნობი წერილი აჩვენა, რომელიც მან ჯანსუღ ჩარკვიანს მისწერა.

“ამ სახლში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე. უჯრაში ინახება აქამდე უცნობი კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერი, რომელიც არავის უნახავს. “ჯანსუღ შენი ჟურნალისთვის მაქვს თომას მანის ნოველა “სიკვდილი ვენეციაში” თარგმანი, შენი კონსტანტინე” – ვკითხულობთ ხელნაწერში. ეს უჯრა პირველად ახლა გავხსენი. აქ დევს კრიალოსანი, რომელიც ძალიან უყვარდა. მისი ენერგეტიკა მენატრება, ფერთა შეხამების საოცარი უნარი ჰქონდა. მახსოვს ერთხელ დედამ წაიკითხა მამას ლექსი და მაშინ მივხვდი როგორ და რატომ უყვარდა მას ჯანსუღი. ხშირად უთქვამთ, რომ მამას ლექსებიდან მუსიკა იგრძნობა და მართლაც უამრავი სიმღერა შეიქმნა მის ლექსებზე”, – საუბრობს თაკო ჩარკვიანი.

 

ამავე თემაზე:

თაკო ჩარკვიანი: “რას სთხოვთ მამუკა ჩარკვიანს, იმას, რომ თავის ოპერაციაში ქვეყანა არ გაყიდა და ხელისუფლების “მოსამსახურედ” არ იქცა?!”

თაკო ჩარკვიანი როიალზე მამამისის ტექსტზე შექმნილ სიმღერებს ასრულებს – “აბა, დაუდექით სიტყვაში, ხმაში, მელოდიაში, ნამდვილობაში, ღირსებაში, სამშობლოს სიყვარულში”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g