LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე – ხვალ მივმართავთ სამხარაულის ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

59
მიშა და ბრეგაძე

ინფორმაციას, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მოიწამლა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმიანება. მისი განცხადებით, „ხვალ მიმართავენ სამხარაულის ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს – ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის: გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი…შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს – მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის რომ, საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი გამსახურდია: ღირსება რა მოსატანია, როგორც მიშა იქცევა ციხეში…თავის ამფსონებს მაინც შეხედოს, ამდენი მაინც არ უტირიათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები