LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გეგმავს თათა გიორგობიანი დიდი ქორწილის გადახდას: „იმედია, არ ეწყინებათ იმ ადამიანებს, ვის ქორწილშიც მიმღერია…“

2034
თათა გიორგობიანი

ახლახან ტელესახეს და მომღერალს თათა გიორგობიანს ხელი მისმა რჩეულმა, კონსტანტინე მოსიძემ სთხოვა.

როგორც თათა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, წყვილი დიდი ქორწილის გადახდას არ გეგმავს:

„კონკრეტული არაფერი გადაგვიწყვეტია, ახლა ვგეგმავთ. ბუნებრივია, ვაპირებთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებასაც. რაც შეეხება ქორწილს, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია, არ ეწყინებათ იმ ადამიანებს, ვის ქორწილშიც მიმღერია, მაგრამ ქორწილები ძალიან არ მიყვარს. არ ვიცი, ფორმატი არ მომწონს თუ იმის გამო, რომ ბევრი ქორწილი შემდეგ ჩხუბით სრულდება. მირჩევნია, ვიწრო წრეში, შინაურულად აღვნიშნოთ ეს დღე“.

„მთელ სამყაროში საუკეთესო მამაკაცი ავირჩიე“ – თათა გიორგობიანი ბოდიშს იხდის

ფოტო: „ჩემი სიყვარული“ – თათა გიორგობიანი რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

„ეს იყო საუკეთესო ნომერი, დიდ ბედნიერებას გისურვებთ“ – ხელის თხოვნის აქამდე უცნობი კადრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g