LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ესაუბრა ნინო ბურჯანაძე ლავროვის მოადგილეს – საგარეო უწყების განცხადება

287
inx960x640 (1)

საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები.

“რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისადმი ინტერესი. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც.  მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის თბილისმა  უფრო მეტად პასუხისმგებლიანი მიდგომა აჩვენოს.

საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა იმას, რომ მოსკოვში ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, განიხილავენ, როგორც ამ ქვეყნის შიდა საქმეს.

რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობითა და სტაბილურობით, როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიის რეგიონში,” – აღნიშნულია ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურიც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი.

“ნინო ბურჯანაძემ, ყველა შეხვედრაზე თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებას. ნინო ბურჯანაძე აცხადებს რომ, ძალიან იმედიანად არის განწყობილი, ვინაიდან ამ შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა რუსეთის მხარის მზაობა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლების პროცესს”- აცხადებენ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურში.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაემგზავრა.

ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის დროებითი გაერთიანება დატოვა

"როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის, აი ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი"

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები