LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის შესახებ წაუკითხა დიდი ლექცია ნინი ბადურაშვილმა ბაბი კირკიტაძეს

2745
babinini

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ იცავდა ძალიან მძიმე დიეტებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეექმნა და შემდეგ როგორ შეძლო სწორი კვებით 18 კილოგრამის დაკლება.

ბაბი:

„არასწორი დიეტებით დავიწყე წონის დაკლებაზე ზრუნვა და ამან ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა. ქუჩაში გული მიმდიოდა, თვალში მიბნელდებოდა, შიმშილით აბაზანაშიც კი დავეცი. მთელი დღე ისე გადიოდა, მხოლოდ ერთი ვაშლი შეიძლებოდა მქონოდა ნაჭამი ან ერთი ცალი სალათის ფურცელი. ამის გამო, ორგანიზმი დავაბნიე და დავტანჯე. ახლა ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა, ოღონდ დაბალანსებულად.

ერთხელ მე და ნინი ბადურაშვილი ვსაუბრობდით და ვუთხარი: ექვსი საათია და ახლა ვჭამ პირველად-მეთქი. გადაირია, როგორ შეიძლებაო და წამიკითხა უზარმაზარი ლექცია, რომ უნდა ვჭამო დილით, რადგან არ ერგება ორგანიზმს და თან, წონას ინარჩუნებ. ახლა ისე არ გავდივარ სახლიდან, რომ არ ვისაუზმო. ღამე ჭამას კი ვერიდები. დაბალანსებული კვებით, ჯამში, 18 კილო დავიკელი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები