LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც პრინციპზე და ბრძოლაზე მიდგება საქმე, ვიცი, ვინ შემიძლია ვიგულო გვერდით, შენს გვერდით ვარ, მიზანია მთავარი“ – ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიკა გვარამიას 

473
meliagvaramia

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებს და მასთან პირველ საქმიან გადაკვეთას იხსენებს.

„პრინციპები და არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ პრინციპები;
ადამიანები, რომლებიც განასახიერებენ პრინციპულობას და შეუპოვრობას; ადამიანები რომლებიც არ იღებდნენ მოცემულობას, არც მაშინ როდესაც მოცემულობა კომფორტულია და არც მაშინ როდესაც არ არის…
და არსებობს ნიკა გვარამია, რომელიც ყველაფერ ამას განასახიერებს.
ვინაა და როგორია ეს ადამიანი, მივხვდი 2008 წელს, როდესაც სწორედ მისი გადაწყვეტილებით დავიწყე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში. მაშინ პირადად საერთოდ არ ვიცნობდი.

ამ გადაწყვეტილებამდე კი, მას, როგორც მინისტრს მაგიდაზე დაუდეს უარყოფითი დასკვნა ჩემზე და არ ურჩევდნენ ჩემს დანიშვნას, ჩემი მოქალაქეობრივი, ოპოზიციური განწყობების გამო.ბევრი მაშინდელი მინისტრი, მინიმუმ თავს არ აიტკიებდა, ის კი არ მოერიდა არც ჩემს ოპოზიციურ განწყობებს და არც იმ ფაქტს, რომ რამდენიმე თვის წინ, საჯარო სამსახური დატოვება სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო მომიწია.
აი პირველად მაშინ ჩამომიყალიბდა ამ ადამიანზე აზრი, რომელიც დღემდე არ შემცვლია…
მას მერე კი ვინ მოთვლის რამდენჯერ მინახავს მისი პრინციპულობა, შეუპოვრობა, უდრეკობა და დღეს, როდესაც პრინციპზე და ბრძოლაზე მიდგება საქმე, მე ვიცი, ვინ შემიძლია ვიგულო გვერდით;
Nika Gvaramia შენს გვერდით ვარ – მიზანია მთავარი…“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები