თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრება. ის ბლექ სი არენაზე კონცერტს 6 აგვისტოს გამართავს.
ბილეთები 8 მაისიდან, საღამოს რვა საათიდან გაიყიდება საიტებზე tkt.ge და eventer.ge.
ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება. ვიპბილეთის ფასი 250 ლარია, გოლდენ რინგის ბილეთს კი 80 ლარად შეიძენთ.
ჯესი ჯეი საქართველოს ბოლო ალბომისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრება, თუმცა შეასრულებს მსმენელისთვის საყვარელ ყველა სიმღერას.