LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც მითხრა, დაკლებული აქვს 7 კილო, მისი რეაბილიტაცია იმ გალიაში წარმოუდგენელია – დეკანოიძე სააკაშვილზე

120
BeFunky-collage (2)

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია ისეთ პირობებში, იმ გალიაში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

„არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ მე მიხეილ სააკაშვილი ვნახე 2 კვირის წინ და ის ფიზიკურად გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლა, იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, როგორც მითხრა, დაკლებული აქვს 7 კილო და ძალიან გამხდარია. ძალიან უჭირს გადაადგილება, ეს არის თვალშისაცემი.

ღამის ძილი არ აქვს მოწესრიგებული, რაც არის ნევროლოგიური ფაქტორი და პრაქტიკულად აქვს ძალიან სერიოზული პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც განვითარდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ. ამიტომ, ჩემი შთაბეჭდილებითაც კი, ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან სუსტი,“- განაცხადა დეკანოიძემ.

ლიზა იასკო: მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც გამოიარა გლდანის საპატიმროში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g