LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ზღაპრული ადგილების მონახულებას შევძლებთ 2020 წლის ზაფხულში – ქვეყნები, რომლებიც ტურისტებს მიიღებენ

313
18920839-10211001057237129-2182685097347394350-o

ევროპის ქვეყნების ტურიზმის სამინისტროები კარანტინის შემსუბუქების მეთოდებს განიხილავენ. ნიშნავს კი ეს, რომ ქვეყნები საზღვრებს უკვე ამ ზაფხულს გახსნიან?

ექიმებმა ხომ უკვე ბევრი რამ იციან კორონავირუსთან დაკაშირებით, მაგრამ საზღვრების დაუფიქრებლად გახსნამ, შესაძლოა, პანდემიის მეორე ტალღა გამოიწვიოს. ქვეყნების ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

თუმცა რამდენიმე ევროპული ქვეყანა, სადაც დაავადების დაბალი მაჩვენებელი იყო, ტურიზმის განახლებას იწყებს. ამ ქვეყნებს შორის არიან:

 

ხორვატია
ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ ნაკლებად დასახლებულ რაიონებში სასტუმროები გაიხსნებოდა.

ხორვატიის ყველაზე ზღაპრული ქალაქი ...

კვიპროსი
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის უკვე ივლისში გაიხსნება. თუმცა ქვეყანაში შესვლა ყველასთვის შესაძლებელი არ იქნება. კვიპროსი ტურისტებს იმ ქვეყნიდან მიიღებენ, ვინც შეძლო და კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის ნაკლები რაოდენობა შეინარჩუნა. ჯერჯერობით, ასეთი ქვეყნების რიგებში შედიან დანია, ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი, ისრაელი. არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნების რიცხვი მოგვიანებით გაიზარდოს. წესით, არც საქართველო უნდა შეზღუდონ, მით უმეტეს ქუთაისი-ლარნაკას რეისი გვქონდა და ტურისტები საქართველოდანაც ხშირად ჩადიოდნენ.

მრავალფეროვანი კვიპროსი - ტურები ...

საბერძნეთი
საბერძეთი, ისევე როგორც კვიპროსი, ტურისტების მიღებას ივლისიდან გეგმავს. ამასთან, ხელისუფლება აპირებს, მოგზაურებისთვის გარკვეული წესების დაწესებას.
ქვეყანამ უნდა შეძლოს და ყველა ტურისტის ჯანმრთელობაში დარწმუნდეს.
ჯერ ცნობილი არაა, ტურისტი თავად უნდა მივიდეს ანალიზების ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებაში, თუ  ის აეროპორტში უნდა შეამოწმონ.
საბერძნეთი თუ გაიხსნა, ყველა ლოგიკით, ელადამ კარი საქართველოსაც უნდა გაუღოს. შეგახსენებთ, საქართველოდან პირაპირი რეისით ჩასვლა ათენშიც შესაძლებელია და სალონიკშიც.

 

ესპანეთი
კანარის კუნძულები ესპანეთის მოსახლეობისთვის 1 აგვისტოდან გაიხსნება. სხვა ქვეყნებიდან ამ სამოთხეში მოხვედრას მხოლოდ ოქტომბერში შეძლებენ.

25 ივნისი - 29 ივნისი ტური იბიცაზე-Oktravel.ge
ასევე გაიხსნენა იბიცა, მაიორკა, ტენერიფი, ანდალუსია და მურსია. ეს რეგიონები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, როდის მიიღონ პირველი ტურისტები.

 

დუბაი
დუბაიში ტურისტული ზონების გახსნას და პირველი ტურისტის მიღებას ივლისში გეგმავენ.
ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, დუბაიში ქვეყნის მაცხოვრებლები ჩავლენ, თუ საზღარგარეთიდანაც.

02 თებერვალი - 04 თებერვალი ტური ...


თურქეთი

თურქეთში ასევე განიხილავენ ტურისტული სეზონის გახსნას. ვარაუდობენ, რომ ქვეყნის შიგნით ავიამიმოსვლა მაისის შუა რიხვებიდან განახლდება.
ტურისტებს მოუწევთ, რომ ახალი წესები დაიცვან, რომელიც პანდემიის შემდეგ იქნება. ტურისტს მოუწევს, ჰქონდეს დამამტკიცებელი საბუთი, რომ კორონავირუსი არ აქვს.
როგორი აქტიურობა იქნება საქართველოდან თურქეთის პოპულარულ კურორტებზე, ახლა ამაზე მხოლოდ ვარაუდი და პროგნოზის გაკეთება შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები