რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.