LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს” – 40-ზე მეტი ქვეყანა განცხადებას ავრცელებს, მათ შორის არაა საქართველო

188
Kyiv, Ukraine cityscape of Kiev and Ukrainian flag waving in the wind during summer in Podil district and colorful new buildings

ევროკავშირი, აშშ და კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, ქვეყანაში შეჭრისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

განცხადებაში ქვეყნები კიდევ ერთხელ აცხადებენ მათ მხარდაჭერას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოების პროცესთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ რუსეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს.

ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ გენოციდის შესახებ კონვენცია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეწერა ხელი, მოიცავს დაპირებას, შეაჩეროს გენოციდი და დააკისროს პასუხისმგებლობა მის ჩამდენს.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც განცხადებას ხელს აწერს ასე გამოიყურება:

ალბანეთი, ანდორა. ავსტრალია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძული, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ი. 

თუ რატომ არაა ამ ქვეყნებს შორის საქართველო, ამის გარკვევას „ფორტუნა“ საგარეო უწყებაში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g