ცნობილი მსახიობი, ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გადაცემის “ფარული კონვერტი” სტუმარია.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მხიარული და პოზიტიური მსახიობი დეპრესიას ებრძოდა.
როგორც რუსკა აღნიშნავს, ის ახლაც შიშებთან გამკლავებას ცდილობს.
“ისე ცუდად ვიყავი, თავზარი რომ დაგეცემა. დამეწყო რაღაც შიშები, შეიძლება ითქვას, რომ ახლაც ვმკურნალობ.
როგორც მსახიობი ნამდვილად გულნატკენი ვარ… უცებ გავხდი მჩაგვრელი ადამიანი”, – ამბობს მსახიობი.
ამავე ანონსიდან ირკვევა, რომ რუსკა კონვერტს ხნის, სადაც იმ მსახიობის ვინაობა წერია, რომელიც რუსა მაყაშვილისთვის ცდილობდა დამტკიცებული როლები წაერთმია.
რეჟისორთანაც მივიდა, პროდიუსერთანაც…, – ამბობს რუსკა ანონსში, თუმცა უცნობია, ღიად დაასახელებს თუ არა რუსკა მაყაშვილის ამ კოლეგის ვინაობას.
შეგახსენებთ, რუსკა მაყაშვილის კარიერაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ, ის “რუსთავი 2”-ზე გახდა წამყვანი გადაცემის „ურუსკესი შოუ“, რომელიც „ენბისის“ ელენ დეჯენერესის შოუს ანალოგია.