რუსთაველის გამზირზე მოძრობა სრულად აღდგენილია. გადაადგილება შეუძლია მუნიციპალურ ავტო ტრანსპორტსაც.
ამ წუთებში მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმი მათი მიმართულებით დაიძრა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ათობით დემონსტრანტი.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა ქაშვეთის ეკლესიასთან მომიტინგეების მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიკადები გაარღვია და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ პროტესტის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებით აღმართული ჰქონდათ ბარიკადები. მომიტინგეებმა ასევე დაწვეს ავტომობილი.
სპეცრაზმელებმა რუსთაველის მოედანი სრულად დაიკავეს – ჩაკეტილია ყველა გასასვლელი
გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“
“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია
ფოტო: IPN