LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში

218
Mikheil-saakashvili-3

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხზე” ისაუბრა.

სააკაშვილი “მთავარ აქცენტებში” აღნიშნავს, რომ ერთადერთი წარმატებული სახელმწიფო მთელს მართლმადიდებელ სამყაროში მას უკავშირდება.

"შექმენით იმის მეათედი რაც მე შევქმენი და მერე გამომაცხადეთ წარსულად ”- ყოფილი პრეზიდენტი მომავლის გეგმებზე საუბრობს

"საუკუნეებია, მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რაც მე..."

მისივე განცხადებით, როგორი საარჩევნო მოდელიც უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების მოპარვას.

„რა არის ეს მობილიზაცია – ეს არის ხალხის თვითორგანიზება, რომ არ დაუშვან ძველი ბიჭებისა და კრიმინალური ელემენტების მიერ მშვიდობიანი ხალხის დატერორება. მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში და ასევე საქართველოს მასშტაბით არ უნდა დავუშვათ ხალხის დაჩაგვრა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წელს ისინი დასრულდებიან – მიხეილ სააკაშვილი

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური შტაბის შექმნა დააანონსა და პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები