LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის განცხადება სწორია – უნდა შენარჩუნდეს ერთობა, რომლის ავანგარდშიც ენმ უნდა იყოს: უგულავა

79
Untitled design (2)

ოპოზიციონერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მას ეთანხმება – ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ამ ერთობის ავანგარდში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს. ამ ყველაფრის წინაპირობად კი კვლავ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ასახელებს.

მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს: მიხეილ სააკაშვილი

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიციურ ამომრჩეველს პოლიტიკოსებმა ახალი საფუძვლები უნდა შესთავაზონ:

“მიხეილ სააკაშვილი – სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ.” – წერს უგულავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს მოუწოდა “ნაციონალურ მოძრაობას” – მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, ხელი მოაწერონ შეთავაზებულ შეთანხმებას, რადგან ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის თქმით, შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები