LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად იქნება გიო ხუციშვილის ქუჩა თბილისში

345
gioxuishvili2023445

გიო ხუციშვილს 27 თებერვალს დაბადების დღე აქვს. ჟურნალ „თბილისელებთან“ მისმა მეუღლემ, მაია ჯორჯაძემ ოჯახური ცხოვრებისა და გიოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ერთად 29 წელი გაატარეს.

მაია ჯორჯაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზეც, თუ სად გაიხსნება მისი მეუღლის სახელობის ქუჩა.

მაია ჯორჯაძე:

„პანდემიიდან გამომდინარე, გიოს სახელობის ქუჩის გახსნა ორჯერ გადაიდო. დიდი მადლობა მერიასა და საკრებულოს ამ მონდომებისთვის. ხალხიც დაპატიჟებული გვყავდა, მაგრამ ეს ამბები დაიწყო და ჯერჯერობით არ ვიცით, როდის რა იქნება. გიოს სახელობის ქუჩა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს შეაერთებს, სამედიცინო ინსტიტუტის მოპირდაპირედ. ძალიან გახარებული ვარ ამის გამო. ამ ქუჩის რამდენიმე მაცხოვრებელმაც დამირეკა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გიო ხუციშვილის ქუჩაზე ვცხოვრობთო. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!. თვითონ, ალბათ, გაგიჟდებოდა სიხარულით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები