LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ალბათ, დაგვჭირდება” – ირაკლი კობახიძე

202
kobaxidzepk (2)

საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იძლევა საფუძველს არსებული ზომები კვლავ ძალაში დარჩეს. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

კობახიძე განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელება მისი სუბიექტური აზრია. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებით ქვეყანამ უნდა შეძლოს ეპიდემიის გავრცელების პრევენცია.

“დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ალბათ, დაგვჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძლოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე დღეში, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს.

საგანგებო მდგომარეობა შესაძლებელია გახანგრძლივდეს – გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები