საგარეჯოში ღამით დაჭრილი პირებისათვის, სისხლი სჭირდებათ. კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და მოქალაქეებს სთხოვს სისხლი ჩააბარონ.
„ძვირფასო მეგობრებო! უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
საგარეჯოში სროლის დროს პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა
თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა
ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს