სახალხო დამცველმა ნიკა მელია მოინახულა

55
1561060609-nino-lomjaria

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიასთან შესახვედრად საპატიმრო დაწესებულებაში მივიდა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული.

“მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენლს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ. სამწუხაროდ, საქართველოში წინასწარი პატიმრობა ძალიან ხშირად იძენს ხოლმე დასჯის სახეს და ის არ არის ხოლმე გამოყენებული მისი სამართლებრივი შინაარსიდან და დატვირთვიდან გამომდინარე. ეს პრაქტიკა არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროა ისიც, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში იმავე პრაქტიკას ჰქონდა ადგილი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები