LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან გადაყვანის კადრებზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

92
სალომე ბახსოლიანი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან გადაყვანის კადრებს, რომლის გავრცელების გამოც, ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროს სანქცია დააკისრა.

უწყებაში ამბობენ, რომ ახლა მთავარია, სასამართლომ მათ დასაბუთებული გადაწყვეტილება პირველ მარტამდე ჩააბაროს, რადგან „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწორედ პირველი მარტიდან უქმდება.

„საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა და სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში.

ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული ჩვენი გადაწყვეტილების დასაბუთებაში, ის ემყარებოდა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და ადგილობრივ კანონმდებლობას, არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი ბუნებრივია, არ გვქონდა.

იმედია, სასამართლო ასევე დაჩქარებულ ვადებში მოამზადებს ამ დოკუმენტს და ჩაგვაბარებს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ზემდგომ ინსტანციაშიც გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება“, – განუცხადა „მთავარ არხს“ სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელის მოადგილემ, სალომე ბალხოსიანმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა.