LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

272
wulukiani-da-saaka

რაკი პატიმარი იქნა გადაყვანილი ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, სხვ მხრივ ამგვარი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც რა თქმა უნდა, ახლა მომხდარა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

თეა წულუკიანის თქმით, კარგი იქნება პატიმარი თუ გაიგებს და შეიგნებს, რომ ის პატიმარია და შეზღუდული აქვს უფლებები, თავისუფლება აქვს აღკვეთილი და სწორედ ამიტომ არის პატიმარი.

„სამედიცინო პერსონალი როდესაც მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.

ასე იყო ყოველთვის ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა, სწორედ რუსთავის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში ბრძანდებოდა.

შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები, მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ,პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადება: სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი

გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ეს განგაშის ბოლო სიგნალია, შემდეგი უკვე ამ კაცის მოკვლა იქნება” – არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g