საკოორდინაციო საბჭოს არჩევნების გადადების თემაზე არ უმსჯელია.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მომავალში რა მსჯელობა იქნება, ამის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, აღნიშნულ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განხილულა“. – აღნიშნა ღიბრაძემ.
ღიბრაძის თქით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმ პროტოკოლის შედგენაზე, რომლის საშუალებითაც არჩევნები უსაფრთოდ ჩატარდება.
„რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალულ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს ეპიდეიოლოგიურ თვალსაზრისით.
მიმდინარეოს მუშაობა პროტოკოლებზე, მიმდინარეობს მუშაობა მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“. – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დღეს საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შეზღუდვები დააწესა:
25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ
საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება