LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე: „არ მეგულება სიტყვა, რომელმაც შეიძლება ნოდიკო ტატიშვილის გულწრფელი სიყვარული დაიტიოს…“

897
სალომე და ნოდიკო

სალომე ბაკურაძე ჟურნალ „სარკესთან“ ნოდიკო ტატიშვილთან მრავალწლიან მეგობრობაზე საუბრობს:

„ნოდიკოს მეგობარი აღარ ჰქვია, ის არის ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ძმა. საერთოდ არ მიჭირს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიყვარს, გრძნობების გამომჟღავნება, თბილი სიტყვების თქმა, მაგრამ ნოდიკოსთვის დაბადების დღის ან დღესასწაულების მისალოცად საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ, რადგან არ მეგულება სიტყვა, რომელმაც შეიძლება ეს დიდი, გულწრფელი სიყვარული დაიტიოს და გამოხატოს.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მამა არ მყავს ცოცხალი. ნოდიკო ხშირად მეუბნებოდა, შენმა საქმრომ ხელი მე უნდა მთხოვოსო და როცა ეს წუთი დადგა, საშინლად ვნერვიულობდი, ვაითუ, ჩემი რჩეული არ მოსწონებოდა. საბედნიეროდ, ორივეს მოეწონათ ერთმანეთი და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g