LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „რომ გავშორდი ვმალავდი, რომ განათხოვარი ვიყავი და შვილი მყავდა“

813
BeFunky-collage (2)

სალომე გოგიაშვილმა გადაცემაში “სიკეთე მარტივია” საკუთარ ბავშვობასა და მის პირად ცხოვრებაში მომხდარ ისტორიებზე ისაუბრა.

სალომე მიიჩნევს, რომ ადრე შეცდომა დაუშვა, როდესაც მისი ისტორიები მოყვა და აღნიშნა, რომ მის მაგალითს იმ გოგოებს უზიარებდა, რომლებიც ოჯახის დანგრევას განიცდიდნენ.

სალომე დღესაც მოუწოდებს ქალებს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არ დანებდნენ და არ მიეცნენ დეპრესიას.

“20 წლის წინ, როდესაც პირველად შევქმენი ოჯახი, სიტყვა – ბულინგის შესახებ ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ რეალურად ბულინგი იყო, ეს ყველაფერი. როდესაც განათხოვარი, შვილიანი ხარ, მაინც მოქმედებს რაღაცნაირად. მივხვდი, რომ როდესაც გავშორდი, ვმალავდი, რომ განათხოვარი ვიყავი და შვილი მყავდა.

ეს თან მაწუხებდა და თან ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოვიდიოდი. ამაყიც ვიყავი, რომ შვილი მყავდა. მე ოჯახის თანადგომას ვგრძნობდი და რაღაცნაირად მარტივად გადავლახე ეს ყველაფერი. მაგრამ ამაში, რომ ჩავძირულიყავი ალბათ, ძალიან იმოქმედებდა, რადგან სულ მესმოდა, რომ კარგი გოგოა, მაგრამ განათხოვარი. ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმედ მოქმედებდა ჩემზე. ეს ისტორია ამიტომ მოვყევი და რა მივიღე – ამას რა უჭირს გენაცვალე, ათასჯერ გათხოვილია”, – თქვა სალომე გოგიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g