LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „ვინც სოციალურ ქსელში მიყურებს, შეიძლება ფიქრობდეს, ამას რა ენაღვლება, მხოლოდ საკუთარი თავის მოვლაზე ფიქრობსო. რეალურად კი საჭმელსაც ვაკეთებ, ოთხ შვილსაც ვუვლი…“

201
სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკის“ შეკითხვას პასუხობს, თუ რატომ ვერ ხედავს საზოგადოება, როგორია ის ოჯახში:

„სოციალურ ქსელში არასდროს ვდებ ჩემი პირადი სივრცის დეტალებს, არასდროს ვაჩვენებ საზოგადოებას ჩემი ოჯახური ცხოვრების რუტინას, ბავშვებს, ქმარს, რადგან ვთვლი, რომ რაღაცები შენთვის უნდა დაიტოვო. ვინც სოციალურ ქსელში მიყურებს, შეიძლება ფიქრობდეს, ამას რა ენაღვლება, მხოლოდ საკუთარი თავის მოვლაზე ფიქრობსო. რეალურად კი საჭმელსაც ვაკეთებ, ოთხ შვილსაც ვუვლი. არ ვაკეთებ აფიშირებას, როგორ ვუვლი ჩემს ოჯახს. როდესაც ჰარმონიაა ოჯახში, არ არის ამის საჭიროება, რომ ეს გამოიტანო და გააპიარო. არ მინდა, ნეგატიური ემოციები მოვიზიდო. მირჩევნია, იცოდნენ, სად ვიკეთებ ფრჩხილს, სად ვუვლი თმას, სად დავდივარ საყიდლებზე, ვიდრე ის, როგორი ვარ ოჯახურ გარემოში…“

სალომე გოგიაშვილი: „ხალხს არ მოსწონს, როცა სიმართლეს ამბობ… როცა ოჯახში მუდმივი ფინანსური პრობლემაა, იქ სიყვარულზე ვერ იფიქრებ…“

სალომე გოგიაშვილი: „შეიძლება, მაყურებელმა ცუდად გაიგოს, მაგრამ უფულო კაცი არ არსებობს. თუ სურვილი გაქვს, რომ ფული გქონდეს, გექნება…“

სალომე გოგიაშვილი თავისი დიდი ოჯახით ახალ სახლში გადავიდა: „უკვე ევღარ ვეტეოდით, ამიტომ გარემოს შეცვლა გადავწყვიტეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g