“ევროპული საქართველოს” ლიდერის და ყოფილი თბილისის მერის დაკავების შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა. “ფანჯარა დაიხურა” და ოპოზიციამ მმართველ უმრავლესობასთან ნებისმიერი სახით მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. მთავრობა ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ უგულავას დაკავება მიზეზად გამოიყენა და სინამდვილეში მათ დიალოგის ჩაშლა ადრეც ჰქონდათ გადაწყვეტილი.
საქართველოში აკრედიტირებული ელჩები უკმაყოფილებას არ მალავენ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ფაქტზე, თუმცა ორივე მხარეს მოუწოდებენ კვლავ დაუბრუნდნენ დიალოგის მაგიდას.
“მადლობა აშშ საელჩოს რჩევისთვის, ჩვენს მზად ვართ დავუბრუნდეთ დიალოგის მაგიდას” – საგანგებო ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში” (ვიდეო)
საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მხარეებმა ვერ შეძლეს. მმართველი პარტია პოზიციებს არ ცვლის. არც ოპოზიცია ჩამორჩება. მიმდინარე პროცესებში ჩრთულობის საკითხს და ფორმას გაარკვევს საქართველო პრეზიდენტი ელჩებთან. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სალომე ზურაბიშვილი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.