LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა – როგორ აფასებენ გვარამიას დაკავებას ოპოზიციაში

236
BeFunky-collage (10)

„ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი“, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. მისივე თქმით,  სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია.

„ სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს გიგი უგულავაც.

,,კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც. პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს – პუტინის რუსეთში. ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“ – აღნიშნა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ახლა არა ჭირისუფლობის, არამედ კონსოლიდაციის დროა. მისი თქმით, გეგმა კვლავ უცვლელია და არჩევანი პუტინისა და მისი მოკავშირე ოლიგარქების მხარეს დადგომასა და დემოკრატიულ ფასეულობებს შორისა დგას.

„მე მინდა გავამხნევო მთელი საზოგადოება, ვისაც ნამდვილად აქვს ახლა წუხილი ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა გაგრძელდება. ბრძოლა გაგრძელდება მართლაც შეუჩერებელი, უკომპრომისო.

ამ ბრძოლის გზაზე შეიძლება კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს ქვეყანას. შესაძლებელია, ერთ დროს პოლიტიკური პატიმრები კვლავ პოლიტიკური პატიმრები გახდნენ. შესაძლებელია ათნი, ოცნი დაგვიჭიროს ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ გეგმას არ უნდა გადავუხვიოთ“, – განაცხადა მან.

მელია თქმით, ამ მძიმე პროცესში დამნაშავეების ძებნის დრო არ არის. როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვინც არსებულ ვითარებაში კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს ადანაშაულებს, ივანიშვილზე მეტად დამნაშავეა.

„ივანიშვილი ხომ აპატიმრებს, ხომ უკანონოდ აღუკვეთს სხვადასხვა დროს მედიამენეჯერებს, თუ პოლიტიკოსებს თავისუფლებას, მაგრამ ადამიანები რომლებიც იქვე არსაიდან გამოჩნდებიან და საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი ერთი ორი აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის ბრალია საქართველოში, ან თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსების ოპოზიციური პარტიებიდან, ეს ადამიანები თავისი ქმედებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას, ვიდრე ივანიშვილი, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ.“– თქვა მელიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საქმე, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია დააკავეს, აბსურდულია, რადგან “ვინმე ცუდად მართავდა კომპანიას თუ კარგად”, ეს მხოლოდ კომპანიის შიგნით, შიდა განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო.

მისი შეფასებით, ნიკა გვარამიას დაკავება კიდევ ერთი განაცხადია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება არა “თავისუფლებისკენ და ევროპისკენ, არამედ პუტინისკენ მიდის”.

“ეს არის განაცხადი [დასავლელი პარტნიორებისთვის], ისედაც ეს შთაბეჭდილება იკვეთება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო გზით მიდის თავისუფლების ამბავში, ანუ არა ევროპაში, თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ.

თუმცა აქაც შეეცდება ის [ბიძინა ივანიშვილი], რომ იანუკოვიჩივით შეინარჩუნოს რაღაც ბუნდოვანება. ეს არ იქნება ეგრევე ლუკაშენკოს რეჟიმი, ყველა არხი რომ ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა აქამდე მიდის. ეს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს”, — განაცხადა ბოკერიას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნება” დასავლელ პარტნიორებთან ამის “სავაჭროდ” გამოყენებას აპირებს. მისი თქმით, გვარამიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში „ფეიკ“ [ყალბი] დემოკრატიაა.

“ერთი მხრივ, ბრალდების აბსურდულობა, შინაარსის აბსურდულობა და მეორე მხრივ, მაინც და მაინც ახლა ამ პროცესის დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ “ქართული ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან[…]

“ქართულ ოცნებას” მოუწევს პასუხები გასცეს როგორც ჩვენს ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი გასცენ საქართველოს საზოგადოებას, ამიტომ იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომ შემდგომ რაღაც დათმონ და მერე ამის ხარჯზე ფონს გავიდნენ”, – განაცხადა ვაშაძემ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები