LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ისევ ჩაკეტა

125
zfbzb

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს. ე.წ. საზღვარი 5 თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და მოსახლეობას არ ეძლეოდა საშუალება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების მსურველები არ გაატარეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პენსიონერ მოქალაქეებს საშუალება არ ჰქონდათ სახელმწიფო დახმარება მიეღოთ. საქართველოს მთავრობამ პრობლებური საკითხის მოგვარებისთვის რამდენჯერმე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს სესიებზე ერთ-ერთი თემა იყო. ამ საკითხზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს.

ახალგორთან მდებარე ე.წ. საზღვარს, დღეს რომ გადაკეტავდნენ, ამაზე გუშინ, ახალგორის მინიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა. მისი განმარტებით, 7 თებერვალს იწურება ვადა, რომელიც ე.წ. საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით ოკუპირებულმა რეჟიმმა დააწესა.

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა და 24 იანვარს გაიხსნა. 5 თვის განმავლობაში, ოკუპირებულ ახალგორში 1 400 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ არ ჰქონდათ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება და იყო სურსათის ნაკლებობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები