LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქემ იტალიის დატოვებისას ავტო დეკლარაცია უნდა წარადგინოს

1092
download

საქართველოს მოქალაქემ იტალიის დატოვებისას ავტო დეკლარაცია უნდა წარადგინოს. ინფორმაციას ახალი წესის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! იტალიის სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა, რომლებიც ტოვებენ იტალიის ტერიტორიას, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დატოვებისას, უნდა წარმოადგინონ ავტო დეკლარაცია. ავტო დეკლარაციები (იტალიურ და ინგლისურ ენებზე) შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

მოდული იტალიურ ენაზე

მოდული ინგლისურ ენაზე

სასურველია, მგზავრებმა აღნიშნული მოდულები წინასწარ შეავსონ, აეროპორტებში დამატებითი დროის ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

გაცნობებთ, რომ თუ წინასწარ ვერ მოახერხებთ აღნიშნული მოდულების ამობეჭდვას და შევსებას, ისინი გამგზავრების წინ, შესავსებად გადმოგეცემათ შესაბამისი ავიაკომპანიების სარეგისტრაციო მაგიდებთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები