LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის გაცემაზე დასკვნას ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს გახდება ცნობილი

109
ევროკომისია

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისიის სპიკერ ერიკ მამერზე დაყრდნობით ავრცელებს.

“პრესაში ვნახე, რომ თითქოს კომისიამ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო – ეს მცდარი ინფრომაციაა. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. შედგა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს ამ საკითხის შესახებ საკუთარი ხედვისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც პარასკევსს გამოცხადდება. კოლეგია ამ დებატებისთვის ემზადება, შესაბამისი სამსახურები კი დოკუმენტების შედგენას ასრულებენ.

ხუთშაბათს კაბინეტების დირექტორთა შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა კოლეგიის დღის წესრიგში ყველაფერი რიგზე პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ზემოხსენებული პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც მანამდეც გვქონდა”. – განმარტა მამერმა.

მისი თქმით, ევროკომისართა საბჭო ახლა დებატებს ამზადებს და შესაბამისი სამსახურები დოკუმენტაციას ასრულებენ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები