საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, Covid-19-ისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი-სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-219.