ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 830 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე განახლდა.
ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1 334-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.