LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 201 ლარით განისაზღვრა

53
55417086-hands-holding-georgian-lari-bills-and-small-money-pouch

2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 3,8 ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 201 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა 2021 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 197,2 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5,1 ლარით არის შემცირებული, შარშან – შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206,1 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით 3,4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 174,7 ლარის ნაცვლად 178,1 ლარი გახდა. რაც შეეხება შედარებას წინა წელთან, ერთი წლის განმავლობაში 4.5 ლარითა შემცირებულია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც, შარშან ის – 182.6 ლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები