LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ვერც დღეს უყარეს – „მოსამართლეების სოლიდარობის“ ნიშნად უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

135
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა გუშინ 18 აპრილსაც ვერ შედგა.

„ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!” – თინა ხიდაშელი

დღევანდელი კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძე

რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ცუდი პრეცედენტი იქნება.

„ძალიან მავნებლური ინიციატივაა, რამაც შესაძლოა, გააჩინოს სახიფათო პრეცედენტი და პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება, რომლებიც მხოლოდ კანონის წინაშე და კონსტიტუციის წინაშე არიან ვალდებული. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივა გახლავთ. პირადად მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს არ განხორციელდეს. შეუძლებელია, ამ ინიციატივამ  მანკიერების მეტი, რამე მოიტანოს. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რაღაც ფორმით მხარი დავუჭირო ან თუნდაც უბრალოდ მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას. ჩემი აზრით, ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g