LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშუალოდ, 9-დან 14-მდე მედიკამენტს იღებდა.. დიაგნოსტიკა ფაქტობრივად ბნელ ოთახში მიმდინარეობდა“ – რას პასუხობს მარიამ ჯიშკარიანს „ვივამედის“ დირექტორი

725
მარიამ ჯ ჩხაიძე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა ისეთ პრეპარატებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებდა და საჭირო მკურნალობასთან შეუსაბამო იყო. ამის შესახებ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა „ფორტუნას“ განუცხადა.

მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, მესამე პრეზიდენტი იღებდა, ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რაც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ამძიმებდა.

„დიაგნოზებზე, რომელიც დღეს გამოიკვეთა, შეუძლებელი იყო აღნიშნული მედიკამენტების დანიშვნა, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდებოდა. გარდა ამისა, დასკვნაში ცხადად არის ასახული, რომ სააკაშვილი ერთი წლის განმავლობაში დღის განმავლობაში საშუალოდ, 9-დან 14-მდე მედიკამენტს იღებდა, რაც ამძიმებს მის დიაგნოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სრულიად შეუსაბამოა მისთვის საჭირო მკურნალობასთან.

სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არ ვიცით, რა მდგომარეობაა, რადგან ჩვენ 4 ნოემბერს მოვრჩით ექსპერტიზას.

ახლა მხოლოდ ადვოკატების გადმოცემით ვიცი, რომ არსებითი ცვლილება არაა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, რაც ჩვენს დასკვნაშიც პროგნოზირებული იყო.“ – აცხადებს ჯიშკარიანი „ფორტუნასთან“.

ჯიშკარიანი განმარტავს, რომ მესამე პრეზიდენტის დიაგნოზების წარმომავლობა ფაქტობრივად გაურკვეველია.

„დღეს ვერავინ უარყოფს, რომ სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია მიმდინარეობს. ყველა დიაგნოზი, მათ შორის კლინიკა „ვივამედის“ მიერ დასმული, ეტიოლოგიურად დაუზუსტებელია. როდესაც არ იცი, ეტიოლოგიური ფაქტორები და არც იცი, რას მკურნალობ, ეს ნიშნავს, რომ მკურნალობ სიმპტომურად, ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა არამიზნობრივია, რადგან დიაგნოსტიკა ფაქტობრივად „ბნელ ოთახში“ მიმდინარეობდა“. – განმარტავს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება.

„ამ ყველაფერზე საუბარი დეკემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დღეს ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნით სახეზე გვაქვს ინტოქსიკაცია, ანუ ადამიანის მოწამვლაზეა საუბარი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის იმ გარემოში ყოფნა, სადაც მისი ინტოქსიკაცია ხორციელდებოდა, შეუძლებელია. ეს ყველანაირი ადამიანობის ჩარჩოდანაა გასული. ამ ყველაფერს შეიძლება, წამების განგრძობადი ფორმა დავარქვათ. გარდა ამისა, მას აქვს დიაგნოსტირებული დიაგნოზები, რომელიც პირდაპირ ჯდება გათავისუფლების სტანდარტებში.“  – ამბობს ჯიშკარიანი „ფორტუნასთან“.

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

„ძალიან შორსაა ჯიშკარიანის კომენტარი (მე არ მომისმენია) ზოგადად მედიცინისგან და კერძოდ, პრაქტიკოსი ექიმის პოზიციიდან“. – განუცხადა ჩხაიძემ  „ფორტუნას“.

ამავე თემაზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g