LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსის დროს პირბადის ტარება აუცილებელია – ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა

610
789

როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  დაადგინეს, ინტიმური კავშირის დამყარების დროს COVID-19–ის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, წყვილებმა ყველა არსებული რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, ანუ პირბადეც უნდა ატარონ.

სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ თუკი პარტნიორები ერთად არ ცხოვრობენ, უმჯობესია შეხვედრის დროს კოცნასაც მოერიდონ. შხაპის მიღება შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ აუცილებელია, პაემნის ადგილის სპირტით გაწმენდაც არ უნდა დაავიწყდეთ.

თუკი წყვილი კარანტინს ერთად ატარებს, ასეთ დროს სექსი უფრო უსაფრთხოა, თუმცა რისკი მაინც არსებობს. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო მათ გარეთ გასვლა მაინც უწევთ და შესაძლოა რომელიმე მათგანი ვირუსის გადამტანი იყოს. თანაც ისე რომ თავად არანაირი სიმპტომი არ ქონდეს.

ყველაზე უსაფრთხო სექსუალური აქტივობა, მეცნიერების აზრით, მისი საერთოდ არ ქონაა. ყველა სხვა შემთხვევაში კი უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები