LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ უფუნქციოს გახდიდა, თუ მის სურვილს არ მოარგებდა რეგულაციას

154
papuashvili_w_h

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს თუ არ მოარგებდა საკუთარ რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა.

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

„სამწუხაროდ, ის რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან ვიხილეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდია უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ვიხილეთ ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებდა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, გადამდგარიყო.

ასევე, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს, ვიდრე მისი შეხედულებით არ იქნება გამოცემული ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ. რაც მოვისმინეთ, ის იყო მუქარა, რომ პრეზიდენტი უფუნქციოდ გახდიდა ეროვნულ ბანკს იმ პირობებში, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში სამი წევრი გადადგა და საფრთხე იქმნებოდა, რომ საბჭოს წევრების რაოდენობა შეიძლება, დასაშვებ მინიმუმამდე ჩამოსულიყო. პრეზიდენტი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა საკუთარ რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა.

პრეზიდენტი: ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, ბოდიშს ვიხდი

ეს არის პირდაპირი ჩარევა საქმიანობაში, ზეწოლა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პრეზიდენტის მხრიდან უპატივცემულობას როგორც კონსტიტუციის, ისე კანონმდებლობის მიმართ, რაც ძალიან მძიმეა. ეს არ არის უბრალოდ კონსტიტუციის ან რაღაც ნორმების უგულებელყოფა, ეს არის პოზიცია, რომელიც ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ შევსებული წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნინო წილოსანი: ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს – უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g