LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, ბოდიშს ვიხდი

177
381067864_324888516684975_2676609033372091950_n

„ქალბატონი ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია და უნდა ვთქვა, რომ  ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან ვნანობ, თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე საუბრისას განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ეროვნული ბანკის მოვალეობა ვერ დაიცვა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“ – ნათია თურნავა

„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია და ის, რომ სებ-ის გადაწყვეტილება რომელიმე პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, მისი პოლიტიზების მცდელობაა“.

„ქალბატონი ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია და უნდა ვთქვა, რომ  ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან ვნანობ, თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის.

მას რომ უვადოდ არ გადაედო ჩვენი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, ჩემს მოსაზრებებს, პირადად მოვახსენებდი, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის მოვალეობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.

„სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენისათვის, თურნავამ ეროვნული ბანკი უნდა დატოვოს და უკანონო ბრძანება გააუქმოს“ – გოცირიძე

დროა, ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g