LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეშინდა თუ არა საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესების: ქართული ამბავის რუსული ვარიანტი

175
1548846090-0-0-3058-1721-600x0-80-0-0-2e0d80b1478ce8ea84875d5030ff839a

17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. მმართველი გუნდის წევრებმა დადგენილების წინააღმდეგ მისცეს ხმა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღნიშნული დადგენილება “პროვოკაციულად“ შეაფასეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ისინი ამას არ წამოეგებიან. კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, “ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მიუღებელია“.
საკითხის განხილვას მაშინ დარბაზშივე მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის.

Izvestia, RIA Novosti, Lenta.ru, RIAFAN.RU და სხვა რუსულმა მედიასაშუალებებმა რამდენიმე ვრცელი სტატია მიუძღვნეს ქართულ პროექტს. ქართული ამბავის რუსული ვარიანტი ხსენებულმა გამოცემებმა თითქმის ერთიდაიგივე სიტყვებით დაასათაურეს – „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შეეშინდა“.
ასე მოექცა კიდევ ერთხელ რუსული მედიის ყურადღების ქვეშ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო თავისი გადაწყვეტილებებით.

ცნობილი რუსული გამოცემა Izvestia ვრცელ სტატიას უძღვნის რეზოლუციის საკითხს. სტატიაში საქართველოს მთავრობის მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებზე დაყრდნობით, განმარტებულია, საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა მიემართა დასავლეთისთვის რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაეწესებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები