LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა” – მინისტრი თარიღს ასახელებს, როდიდან დაიწყება დამატებით გახსნაზე საუბარი

145
135134226-3657009124388720-8763818302714783550-o

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. ნათია თურნავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნას, დარჩენილი, არც თუ ისე ბევრი სფერო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, რა იქნება შემსუბუქების შემდეგი ეტაპი.

„თებერვალი გვაქვს შემსუბუქების თვე პრაქტიკულად, მივყვებით ჩვენ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და დაანონსებულ გეგმას. კრიტერიუმი არის ყოველკვირეული დაკვირვება ე.წ. დადებითობის მაჩვენებელზე. ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველ კვირას გარკვეული შემსუბუქებები ვაკეთოთ. პირველი ეტაპი ამ შემსუბუქებების მოიცავს საკმაოდ წონად სფეროებს, ეს არის სკოლები, რომლებიც მობილობის დიდი მაგენერირებელია, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ტრანსპორტი, ვაჭრობა, მათ შორის, ბაზრობები და ახლა უკვე რესტორნების ღია სივრცეები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვება. ჩვენ, თუკი გვინდა, რომ, ასევე, გაგრძელდეს შემდეგ, დავუშვათ ორი კვირის, სამი კვირის თავზე, მარტში შევძლოთ, რომ კიდევ დანარჩენი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ გვრჩება ჩვენ გასახსნელი აქტივობები, ალბათ, ყველამ უნდა დავიცვათ აუცილებლად რეგულაციები, პირველ რიგში, პირბადე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კონტროლისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური ეპიდვითარება“ ,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ბიზნესის გახსნის პარალელურად ეპიდვითარების კონტროლის მიზნით დაწესდება ახალი შეზღუდვებიც, რომელზეც მთავრობა უკვე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები