LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შექმენით იმის მეათედი რაც მე შევქმენი და მერე გამომაცხადეთ წარსულად ”- ყოფილი პრეზიდენტი მომავლის გეგმებზე საუბრობს

724
w1240-p16x9-mikheil saakashvili georgia

“იმათ ჩემთან კი არ აქვთ პრობლემა, იმათ პრობლემა აქვთ ქართველ ხალხთან… იძახიან სააკაშვილი არის წარსული. შექმენით ჯერ იმის მეათედი რაც შექმნა სააკაშვილმა და მერე გამომაცხადეთ წარსულად, ”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.

სააკაშვილი მთავარ აქცენტებში მომავლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთადერთი წარმატებული სახელმწიფო მთელ მართლმადიდებელ სამყაროში მას უკავშირდება.

“ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი, მან ძალიან კარგად იცის რა საფრთხეს წარმოვადგენ მისთვის და მთავარი ჩემი ძალა არის იმაში, რომ ჩემთან დაკავშირებულია ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში და მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში. ეს არის სიმართლე,”- ამბობს სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი პასუხობს კრიტიკას ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებზე.

ნურავინ დამადანაშაულებს ქსენოფობიაში, იმიტომ, რომ არავის იმდენი არ გაუკეთებია საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საუკუნეების განმავლობაში, რაც მე გავაკეთე.

სააკაშვილი ასევე, განმარტავს, რა მიზანს ისახავს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მისი “საკუთარი შტაბის” გახსნა.

"პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის...როგორც ჩანს, ამ "გაწმენდილმა" პარტიამაც გაუწბილა იმედები - გია ნოდია სააკაშვილის ინიციატივაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ პირადი შტაბის შექმნა დააანონსა. ნოდია სააკაშვილის ვიდეომიმართვის რამდენიმე საინტერესო აქცენტებზე ამახვილებს ყურადღებას. “პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის. 2016 წელს, არჩევნების შემდეგ, მიშამ საკუთარი პარტია “გაწმინდა” იმ ხალხისგან, ვინც ახლა ევროპული საქართველოს ხელმძღვნალობას შეადგენს. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ […]

“ეს ნიშნავს ჩემს პირად ჩართულობას, რათა დავეხმარო პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ასევე ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფს და არა მხოლოდ არსებულ, ფორმალიზებულ ოპოზიციურ ჯგუფებს, პარტიებს, არამედ პირველ რიგში, ზოგადად ქართულ საზოგადოებას, იმ ახალ, უამრავ სტარტაპს, რომელიც ჩნდება, ახალგაზრდული პატარა-პატარა ჯგუფები, დიდი ჯგუფები, რომლებსაც უნდათ, გადაარჩინონ თავისი ქვეყანა.”- აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური შტაბის შექმნა დააანონსა და პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

წელს ისინი დასრულდებიან – მიხეილ სააკაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები