„შესაძლებელია ადამიანმა ერთდროულად, ერთ დღეში ჩაიტაროს როგორც კორონავირუსის ისე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“,-ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პროცესი არ გაზრდის გვერდითი მოვლენების სიმძაფრეს და პირიქით, მისივე თქმით, მეტად კომფორტულიც შეიძლება იყოს მოქალაქისთვის ერთ ვიზიტზე ორი ვაქცინის (გრიპისა და კორონავირუსის) გაკეთება.

„რამდენიმე კვირის წინ მთელ მსოფლიოში უკვე დადგა რეალურად დადგა გრიპის ვაქცინაციის საკითხი.

ოქტომბრის თვიდან, ვინაიდან სეზონური ვირუსები იჩენს თავს, გამოვიდა ახალი რეკომენდაცია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ შესაძლებელია ერთი ვიზიტის ფარგლებში გაიკეთოს, როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის ვირუსის ვაქცინა. ის მონაცემები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა, მიუთითებენ, რომ ორი ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება არ ზრდის გვერდითი მოვლენების სიმძრაფრეს და არ წარმოადგენს გაორმაგებულ რისკს“, – განმარტა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ექიმი ამბობს, გრიპის ვაქცინას, ისევე როგორც კორონავირუსის ვაქცინებს გააჩნია 6 თვიანი გარანტია.

„გრიპის ვაქცინაციის შემდეგ დაცულობის ხანგრძლივობა 6 თვეა. ბევრი სხვა ტიპის კროონავრიუსის ვაქცინაზეც 6 თვიან პერიოდზე ვლაპარაკობთ. 6 თვე გვჭირდება ზამთარი გადავიტანოთ ნაკლები რისკით და სიმძიმით. ისე, როგორც კორონას შემთხვავაში, გრიპის ვაქცინა დაგვიცავს სირთულეებისგან, საავადმყოფოში მოხვედრისგან და არა გრიპისგან. ეხლა იდეალური პერიოდია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. კორონავირუსის და გრიპის ვაქცინის ერთობლივად ჩატარება იქნება იმის გარანტია, რომ რისკები გვექნება მინიმალური“,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი თემები