მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სწავლის აღდგენა არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილთან დაკავშირებული საქმიანობა აღდგეს.

“მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შესაძლოა, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, თუ სიტუაცია გართულდა – მეზვრიშვილი

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მაგალითებს, რომლებიც სკოლებში სწავლის აღდგენას უკვე იწყებენ, მეზვრიშვილი ამბობს, რომ საქართველოში  ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა გარკვეულ რისკებს შექმნის.

“ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან”- აცხადებს მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, მარტის შემდეგ სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება, სამშენებლო სამუშაოები კი შესაძლოა უფრო ადრე განახლდეს

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05