LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ – უსინათლო ალპინისტმა ევერესტი დაიპყრო

107
blindmanineverest

უსინათლო ალპინისტმა ევერესტი დაიპყრო – აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ – განაცხადა 46 წლის ჟანგ ჰონგმა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე ავიდა. ჩინელი უსინათლო ალპინისტი პირველი უსინათლოა აზიაში და მესამე მსოფლიოში, ვინც ამის გაკეთება შეძლო .

“მნიშვნელობა არ აქვს, გაქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობები. კიდური დაკარგეთ თუ მხედველობა – ადამიანს ყოველთვის შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რასაც გულით მოინდომებს. შესაძლოა სხვები ფიქრობდნენ, რომ ამას ვერ გააკეთებთ, მაგრამ თუ შინაგანად ძლიერი ხარ, ყველაფერი შეგიძლია.“- განუცხადა ალპინისტმა ადგილობრივ მედიას.

ჟანგ ჰონგმა მხედველობა 21 წლის ასაკში დაკარგა. მიზეზი გლაუკომა იყო. ალპინისტის თქმით, მისი ინსპირაციის წყარო ამერიკელი უსინათლო მთამსვლელი, ერიკ ვაიენმაიერი გახდა, რომელმაც ჯომოლუნგმა 2001 წელს დალაშქრა. ჰონგმა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მზადება მწვერვალის დასაპყრობად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები