LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შოკურ მდგომარეობაშია ბავშვიც და დედაც, მთლიანად ხალხია ნანგრევებში მოყოლილი” – რას ყვებიან ადგილობრივები

457
BeFunky-collage

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, შემთხვევა დაახლოებით ღის 11:30 საათზე მოხდა. კორპუსი ბათუმში ერთ-ერთი ძველი შენობაა.

ადლგილობრივები ყვებიან, რომ გაიგონეს აფეთქების ხმა, რის შემდეგაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.

“ჩამოინგრა სადარბაზო. მთლიანად ხალხია ნანგრევებში მოყოლილი. თვითმხილველი არ ვარ, მაგრამ რომ მოვედი ადგილზე, ექთანი ვარ, გამოვიქეცი. ბავშვი ჩაჭეჭყილი მანქანაში შველას ითხოვდა მეძუძური დედა. მანქანიდან ამოიყვანა სამაშველო სამსახურმა. გადაყვანილია საავადმყოფოში. შოკურ მდგომარეობაშია ბავშვიც და დედაც… აფეთქების ხმა მეგონა პირველად მაგრამ მერე მივხვდი რომ აფეთქება არ იყო”,- ამბობს იზაბელა ჯაიანი.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლები და კორპუსის დარჩენილი ნაწილიდან მოსახლეობა გამოჰყავთ.

მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები