შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.
სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.
ამავე თემაზე:
შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია
ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“