ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მმართველებმა არხზე დაბრუნება შესთავაზეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შესახებ შუბლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ, რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ… მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას… ოდესმე ამ შოკიდანაც, ალბათ, გამოვალ…
ენას ძვალი არ აქვს, თუმცა, ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად… არც ახლა გადავალ ამ ზღვარს… პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა, საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს…” — წერს შუბლაძე.
რუსთავი 2 მაუწყებლობას საინფორმაციო პროგრამების გარეშე აგრძელებს.
კურიერი ეთერში არც 18:00 საათზე გავიდა
რუსთავი 2 -ის მენეჯმენტმა კურიერის გუნდში ვერ იპოვა ადამიანი, ვისაც დაითანხმებდა საინფორმაციო გამოშევების წაყვანაზე.
ამ დრომდე არ განახლებულა ახალია ამბები ტელეკომპანიის ვებგევრდზეც. ამ ფორმით ჟურნალსტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ.
საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელის გარეშე დარჩეინილი ტელევიზიის თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვენენ გადაღებაზე. აპროტესტებენ საინფორმაციო სამსახურის ახალ კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ.