LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარ-ბარის გახსნისთვის საჭირო ლიცენზია 15 ათასი ეღირება

435

სიგარ-ბარის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის აღება 15 ათასი ლარი ეღირება, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

კითხვაზე, უკვე გამოიხატა თუ არა დაინტერესება ბიზნესის მხრიდან სიგარ -ბარის გახსნასთან დაკავშირებით, ზოიძემ აღნიშნა, რომ “ვიღაცებმა უკვე იკითხეს”.

“თბილისში ორი სიგარ-ბარი უკვე არსებობს. დღეს არ არის საჭიროება, მაგრამ მეტი გაიხსნება, როგორც კი საჭიროება იქნება. პირველი მაისიდან აიკრძალება შენობებში სიგარეტის მოწევა, სიგარ -ბარებთან დაკავშირებით კი მთელი იდეა ის არის, რომ მისი გახსნის მსურველებს ლიცენზიის აღება მოუწევთ. 15 ათასი ლარია გადასახდელი და ეს ნორმალური ფასია. დღევანდელ პირობებში სიგარ-ბარების ბრუნვა არის 400-500 ათას ლარზე მეტი, ასე რომ, 15 ათასის გადახდა არაფერია მათთვის. რაც შეეხება დაინტერესებას, ზუსტად არ ვიცი, ვიღაცებმა იკითხეს. დაინტერესება აუცილებლად იქნება, ვინაიდან ხალხი რჩება, ვისაც სურვილი აქვს სწორედ სასმელთან ერთად დახურულ შენობაში მოსწიოს. მე მოვუწოდებ მოქალაქეებს, საერთოდ არ მოსწიონ და არ შევიდნენ სიგარ-ბარებში, რადგან მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ბიზნესის თვალსაზრისით, ალბათ, უნდა ვკითხოთ რესტორნების მეპატრონეებს”, – განაცხადა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები