LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

175
BeFunky-collage (3)

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ქალაქის მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა. შემთხვევა საღამოს ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

მანქანაში სიღნაღის მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამი ქალიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. შედარებით მძიმეა ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ჯერ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში, ხოლო შემდეგ კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

მეორე დაშავებულს მკურნალობა წნორის საავადმყოფოში უტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები